რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) იტალიაში, ჩივიტანოვას რეგიონში კოსმეტიკური მაღაზიიდან პარფიუმერიის ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი, გაქცევის მცდელობისას, ეკლესიაში დააკავეს. ინფორმაციას იტალიური გამოცემა „Ilrestodelcarlino" ავრცელებს.

41 წლის მამაკაცი ერთ-ერთი ფარმაცევტული მაღაზიიდან ცდილობდა კოსმეტიკური საშუალებების მოპარვას, რა დროსაც მას სამართალდამცავები დაედევნენ.

გამოძების ცნობით, მან მაღაზიის დახლიდან 400 ევროს ღირებულების პარფიუმერია მოიპარა. თუმცა, მას რამდენიმე სუნამო პარკიდან გადმოუვარდა და მაღაზიის თანამშრომელთა ყურადღება მიიქცია. დამნაშავემ გაქცევა სცადა და ეკლესიაში შევიდა, სადაც ის პოლიციამ აიყვანა. ამჟამად ბოროტმოქმედი მონტაკუტოს ციხეში იმყოფება.

 

ჩაწერა სახელი