რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაუდგენელი პირები პალმებს ანადგურებენ. ინფორმაციას „პირველი არხი" ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოკუპირებული რეგიონის დეფაქტო საგანგებო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს-ოქტომბრის დასაწყისში, პალმების დაწვასთან დაკავშირებით 10-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა.

დაუდგენელი პირები, დღის განმავლობაში, ქალაქის სხვადასხვა უბნებში მარადმწვანე მცენარეებს ცეცხლს უკიდებენ.

ადგილობრივ დეფაქტო სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძირითადად მარაოსებრ პალმებს წვავენ, რომლებსაც ცეცხლი ადვილად ეკიდება.

ასეთი პალმების „საბაზრო ღირებულება" ოკუპირებულ აფხაზეთში 3500 რუბლია.

 

ჩაწერა სახელი