რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) ლეგენდარულ მსახიობ ლიკა ქავჟარაძეს შაბათს, 14 ოქტომბერს დაკრძალავენ.

პანაშვიდები მსახიობის სახლში, აბაშიძის 62 ნომერში დღეს და ხვალ გაიმართება.

შაბათს კი, ლიკა ქავჟარაძეს ვაკის ყოვლადწმინდა სამების ტაძარში გადაასვენებენ.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის სად დაკრძალავენ.

ლიკა ქავჟარაძე აბაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გუშინ გარდაცვლილი იპოვეს. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ლიკა ქავჟარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა.

მსახიობი 26 ოქტომბერს 58 წლის გახდებოდა.

 

ჩაწერა სახელი