რეზონანსი
(12.10.2017)

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა, რომლის თანახმად 226 მსჯავრდებული შეწყალებული იქნება.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს, მათ შორის 13 ქალი, 2 არასრულწლოვანი და 1 უვადო პატიმარი, რომელიც სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა.

მისივე თქმით, 85 მსჯავრდებულს სასჯელი შეუმცირდა.

 

ჩაწერა სახელი