რეზონანსი
(13.08.2017)

 (რეზონანსი) ვირჯინიის შტატში, ქალაქ შარლოტსვილში, ავტომობილი საპროტესტო აქციაზე მისულ ხალხს დაეჯახა, რის შედეგადაც სულ მცირე ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა.

მოსახლეობის ნაწილი ვირჯინიაში ულტრამემარჯვენეების მიერ გამართული აქციის გასაპროტესტებლად გამოვიდა, როდესაც აქციაზე დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შევარდა.

ავტომობილის მძღოლი, 20 წლის მამაკაცი, პოლიციამ უკვე დააკავა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა აქციის მონაწილეებს ავტომობილი განზრახ შეაჯახა.

ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე, აქციაზე ულტრამემარჯვენეებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკება მოხდა.

 

ჩაწერა სახელი