რეზონანსი
(12.08.2017)

 (რეზონანსი) დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით დიდგორის ველზე დიდი ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ქვემო ქართლის გუბერნატორი და სასაპატრიარქოს წარმომადგენლები დაეწსრნენ.

კვირიკაშვილმა მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების.

„ჩვენ აღარ ვიმღერებთ - ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი და ერთიანი", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ღონიძიებაში ქართული ფოლკლორისა და ცეკვის ანსამბლების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მსახიობების მონაწილეობით კი 1121 წლის საქართველო იქნა გაცოცხლებული. ღონისძიებაზე ასევე ორთაბრძოლის ხელოვნება გაიმართა. დიდგორის ველზე ქართული კულტურისა და რეწვის ნიმუშების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიების ფარგლებში ქართული ტრადიციული რეწვის გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა. სახალხო სეირნობა და სპორტული ღონისძიებები ქართული ჭიდაობა, მკლავჭიდი და დოღი, გაიმართა.

ღონისძიებაზე ორი სამხედრო მოსამსახურე და თეთრიწყაროს რაიონის ოქროსმედალოსანი მოსწავლეები დიდგორის ჯვრის ორდენოით დაჯილდოვდა.

დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო - ,,დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.

 

ჩაწერა სახელი