რეზონანსი
(12.08.2017)

 (რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტ გირორგი მარგვეალშვილის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში, მავთულხლართების გავლებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებს, რათა რუსეთის პოლიტიკა დასრულდეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ სუვერენიტეტს პრობლემებს უქმნის.

„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეშად ხელყოფის კიდევ ერთი ფაქტის მომსწრე გავხდით. მითუმეტეს, ეს ნაბიჯი, აღმაშფოთებელია და განსაკუთრებით ცინიზმით, აღსავსეა. როდესაც ყველაფერი იმ ე.წ. ვიზიტის ფონზე, ხორციელდება, როცა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფებოდა და ჩვენ ვხედავთ, მის ასეთ ვოიაჟებს როგორი „სტაბილურობა" მოაქვს.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნავ, რომ საქართველო არც ერთი მეტრი საკუთარი ტერიტორიის ხელყოფას არასოდეს შეეგუება და ყველა საერთაშორისო მექანიზმი იმისთვის გამოყენებული იქნება, რომ არამხოლოდ ცალკეული ინცინდენტები, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს საქართველოსთან მიმართებაში, არამედ ის პოლიტიკა საბოლოოდ დასრულდეს, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს პრობლემებს უქმნის ", - განაცხადა ფხალაძემ.

 

ჩაწერა სახელი