რეზონანსი
(12.08.2017)

 (რეზონანსი) რუსმა პრანკერებმა ვალადიმერ კუზნეცოვმა და ალექსეი სტალიაროვმა, რომლებიც ვოვანი და ლექსუსის სახელები არიან ცნობილნი, საქართველოს ექს პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბრენატორი მიხეილ სააკაშვილი გააშარჟეს. ამის შესახებ იტყობინება ტელეარხი „რასია24".

როგორც ცნობილი გახდა, პრანკერები ვოვანი და ლექსუსი სააკაშვილს დაუკავშირდნენ და წარუდგნენ, უკრაინი პრეზიდენტის პერტო პოროშენკოს ადმინისტრაცის ხელმძღვანლის მოადგილის სახელით.

საუბრის დაწყების თანავე სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლებას ულტიმატუმი წაუყენა და განაცხადა, რომ თუ მას მოქალაქეობას არ დაუბრუნებენ, პრეზიდენტს და მის გარემოცას კარგი დღე არ დაადგება.

„თუ უკრაინაში შემიშვებენ, ეს ერთი ისტორიაა. მაგრამ, თუ წინააღმდეგობას გამიწევენ ეს უკვე მაგათი საქმე აღარ არის. იმიტომ, რომ ამას მთელი პროგრამით გავაკეთებ. მაგას ერთელ უკვე მივწერე, დაგავიწყდა მე ვინ ვარ? მაგათ კიდევ არ იციან საქმე ვისთან აქვთ. ძალიან ბევრი ენერგია მაქვს, ბევრი კავშირები და დიდი სახელი. და ამ ყელეფრ კონკტერული მიზნებისტის გამოვიყენებ, ამ ოლიგარქი ტიპაჟების წინააღმდეგ",- განუცხადა პრანკერებს სააკაშვილმა.

როგორც ტელეარხი იტყობინება სააკაშვილსა და პრანკერებს შორის საუბარი უნგრეთიდან შედგა, სადაც სააკაშვილი უკვე გაუქმებული პასპორტით იყო ჩასული.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 26 ივლისს ჩამოართეს.

 

ჩაწერა სახელი