რეზონანსი
(12.08.2017)

 (რეზონანსი) თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს. დავით მიქიაშვილი ამ პოზიციაზე, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ ჩაანაცვლა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის შეცვლა როტაციული პრინციპით მოხდა.

რაც შეეხება თბილისის საპატრულო პოლიციის ყოფილ ხელმძღვანელს, დავით მიქიაშვილმა თეიმურაზ კუპატაძის ძველი თანამდებობა დაიკავა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უხელმძღვანელებს.

 

ჩაწერა სახელი