რეზონანსი
(12.08.2017)

 (რეზონანსი) თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხვალ ავღანეთში გაემგზავრება და 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვას პირადად მიუსამძიმრებს.

იზორიას ინფორმაციით, ავღანეთიდან გერმანიაში გაემგზავრება და ავღანეთში მომხდარი თავდასხმისას დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს მოინახულებს.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა.

ის 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

 

ჩაწერა სახელი