რეზონანსი
(12.08.2017)

 (რეზონანსი) თეთრმა სახლმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც რუსეთიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებას უკავშირდება, განმარტება გააკეთა.

თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ პუტინისთვის გადახდილი მადლობა "სარკაზმი" იყო.

ტრამპის "მადლობა"-მ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებიც გაანაწყენა.

30 ივლისს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აშშ-ის დიპლომატიური მისიის პერსონალი 755 ადამიანით შემცირდება. რის გამოც ტრამპმა პუტინს მადლობა გადაუხადა.

ჩაწერა სახელი