რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკიდან გამოსული მოქალაქე დააყაჩაღეს. ყაჩაღებმა მამაკაცს სავარაუდოდ 45 000 ლარი გასტაცეს. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელებმა მანქანა დატოვეს, რომელსაც სამართალდამცველები ათვალიერებენ. ამჟამად ბანკის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია იმყოფება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, ამჟამად დაკავებული არავინაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი