რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) 18 ივნისს თბილისში, რუსთველის გამზირზე, „პოზიტივის კარნავალი" გაიმართება. კარნავალის დამფუძნებლის, რუსუდან ოსიყმაშვილის თქმით, ეს ღია ცის ქვეშ გამართული სახალხო დღესასწაული იქნება, რომლის მიზანიც მოსახლეობაში მეტი პოზიტივის შეტანაა.

რაც შეეხება კარნავალის მიმდინარეობას, რეჟისორ, გიორგი სუქნიძის თქმით, 18 ივნისის საღამო სანახაობრივად დატვირთული იქნება. კარნავალი 4 საათზე რუსთაველის მეტროდან მარშით დაიწყება და პარლამენტთან დასრულდება. მარშის შემდეგ კი სხვადსხვა წარმოდგენები, გამოფენები და კონცერტი დაიწყება.

„მარშირება რუსთაველის მეტროსთან დაიწყება და პარლამენტის შენობასთან დამთავრდება. ქუჩა გადაკეტილი იქნება 9 აპრილის ქუჩის ასახვევიდან ბესიკის ქუჩის ასახვევამდე. კარნავალში სხვადასხვა უნივერსიტეტები მონაწილეობენ. იქნებიან სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილი პერსონაჟები, იქნებიან დამკვრელები. იქნებიან ბაიკერებიც, მოეწყობა სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ფერწერული ტილოების, ქანდაკებების და ფოტოსურათების გამოფენა. გვაქვს თოჯინების თეატრის ზონა, კარნავალი დაყოფილი იქნება ზონებად. იქნება „ქართული ზონა", ყვავილების ზონა, ზონა ფოტოსესიისთვის და სხვა. ამის შემდეგ, დაიწყება გალა კონცერტი" , - განაცხადა გიორგი სუქნიძემ.

კარნავალის ორგანიზატორებს საღამოს ორგანიზებაში თბილისი მერია დაეხმარა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი