(რეზონანსი) საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს, თანამზრახველებთან ერთად, პატრიარქის, ილია მეორის, მკვლელობის სურვილი ჰქონდა.
ქარჩავას თქმით, მიტროპოლიტი პეტრეს ერთ-ერთი თანამზრახველი დეკანოზი გიორგი მამალაძე იყო:
„ვასახელებ მეუფე პეტრეს, მას სურვილი ჰქონდა, რომ პატრიარქი მოეკლა. მეუფე პეტრე სავარაუდოდ აქტიურად იყო ჩართული პატრიარქის მოკვლის მცდელობაში. რაც შეეხება მის თანამზრახველებს, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ, თუმცა ერთ-ერთი ახლა ციხეშია. საუბარია გიორგი მამალაძეზე " - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
საპატრიარქოს იურისტმა, ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნელ-ნელა იწყებს იმ სასულიერო თუ საერო პირების გამოაშკარავებას, რომლებსაც პატრიარქის მმართველობის გაუქმება სურდათ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე