რეზონანსი
(29.05.2017)


 (რეზონანსი) საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაზე ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ დეკლარაცია მიიღო. კენჭისყრამდე დეკლარაციის ტექსტში ქართულმა დელეგაციამ დამატების შეტანა მოითხოვა. კერძოდ, დეკლარაციის მე-18 პარაგრაფს, სადაც რუსეთის ფედერაციისადმი მოწოდებაზეა საუბარი, დაემატა გადაადგილების თავისუფლების მოთხოვნა.

„რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში ქმნის ხელოვნურ ბარიერებს ოკუპაციის ხაზზე და მის გასწვრივ, ამიტომ გვინდა დელეგაციის სახელით შემოგთავაზოთ ქვეპარაგრაფი მე-18 პარაგრაფში, რომელიც მოითხოვს მოქალაქეებისთვის გადაადგილების თავისუფლებას სადემარკაციო ხაზის ორივე მხარეს " .

ქართული დელეგაციის მოთხოვნას სრულად დაუჭირა მხარი დეკლარაციის მომხსენებელმა. საბოლოოდ, კენჭისყრის შედეგად ასამბლეის წევრებმა დეკლარაცია შესაბამისი დამატებით მიიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ჩაწერა სახელი