რეზონანსი
(21.04.2017)

 „cnbc"-ის ინფორმაციით, როდესაც ‏მეწარმე „Phoebe Song"-მა კანის მოვლის საშუალებების ხაზი გამოუშვა, პროდუქციის ჩინეთში იმპორტისას აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში კოსმეტიკური პროდუქტის შეტანისას, სავალდებულოა მათი ცხოველებზე გამოცდა.

ჩინეთი მოითხოვს კანის მოვლის საშუალებების და კოსმეტიკის მწარმოებელმა კომპანიებმა მათი პროდუქცია ცხოველებზე შეამოწმონ მანამ, სანამ გასაყიდად ქვეყნის ბაზარზე გაიტანენ.

კომპანია „Songs Snow Foc"-მა განაცხადა, რომ უმჯობესია პროდუქცია ცხოველებზე შეამოწმონ, ვიდრე წლიურად 29 მილიონიანი ბაზარი დაკარგონ.

ექსპერტების თქმით, ამ რეგულაციებს ისეთი ცნობილი ბრენდებიც იცავენ, როგორიც არის „Loreal"-ი, „shiseido", და „Proctor and Gamble"-ი.კომპანიების წარმომადგენლებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ევროპარლამენტმა ცხოველებზე კოსმეტიკური ნაწარმის ტესტირების აკრძალვის შესახებ კანონი 2009 წელს მიიღო.

 

 

ჩაწერა სახელი