რეზონანსი
(21.04.2017)

 ფასანაურში,ხანდოს ხეობაში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობა ელექტროენერგიის გადამცემი ბოძების დამონტაჟებას აპროტესტებს და მშენებლობაზე ხელის შეშლას გეგმავს. მათი ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოების დროს ტყის გაკაფვა იგეგმება, რაც სტიქიის პროცესებს გააუარესებს.

აქცია ფასანაურში მშენებლობის დაწყებამდე, 5 აპრილსაც მოეწყო. მოსახლეობის ნაწილი ქსანი-სტეფანწმინდის 500 კვტ-იანი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობას აპროტესტებდა. შეკრებილები აცხადებდნენ, რომ კომპანია „ენერგოტრანსს" მშენებლობის საშუალებას არ მისცემდნენ.

 

 

ჩაწერა სახელი