რეზონანსი
(21.04.2017)

 გიორგი ხაბელაშვილს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი გუშინ გამოუტანეს და დღევანდელ სხდომას აღარ ესწრებოდნენ.მათ გადაწყვეტილება 10 ხმით 2-ის წინააღმდეგ მიიღეს.

ბრალდება ხაბელაშვილს 2016 წლის 22 თებერვალს თბილისში, ზემო ფონიჭალაში, ნონა რომანიძის და მისი მცირეწლოვანი შვილის, მარიამ მამფორიას მკვლელობაში ადანაშაულებს.

დედა-შვილი საკუთარ სახლში სასტიკად მოკლეს. კვალის დაფარვის მიზნით კი სახლში ხანძარი გააჩინეს. ხაბელაშვილი 25 ივლისს დააკავეს, ის ბრალს არ აღიარებს.

 

 

ჩაწერა სახელი