რეზონანსი
(21.04.2017)

 გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საღამოს და ხვალ საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს.უმეტეს რაიონში წვიმა და დასავლეთ საქართველოს მთიან ნაწილში თოვლია მოსალოდნელი. იქროლებს ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი იქნება.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, 23 აპრილის დღის პირველ ნახევარში შედარებით გამოიდარებს. დასავლეთ საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოში გორი-სურამის მონაკვეთზე ძლიერი ქარი იქროლებს.

24 აპრილს ისევ წვიმაა მოსალოდნელი.

 

 

ჩაწერა სახელი