რეზონანსი
(21.04.2017)

 ვენესუელაში საპროტესტო აქციაზე შეტაკებების შედეგად 220 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „El Nacional"-ი ავრცელებს.

19-20 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზე 585 ადამიანი დააკავეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

პოლიტიკურ ოპონენტებს შორის შეტაკებების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ორი სტუდენტი და ერთი ნაციონალური გვარდიის თანამშრომელია.

„BBC"-ის ცნობით, სპეცრაზმმა კარაკასში შეკრებილი ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. ნიღბიანი მონაწილეები ქვებს ისროდნენ, მათ მოლოტოვის კოქტეილებიც ჰქონდათ. ბოლო 3 კვირაში საპროტესტო აქციებზე 8 ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

ჩაწერა სახელი