რეზონანსი
(21.04.2017)

 მთავრობის ადმინისტრაციაში უნგრეთის პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ვიქტორ ორბანს გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

დღესვე დაგეგმილია საქართველო - უნგრეთის ბიზნესფორუმი. პრემიერ კვირიკაშვილთან შეხვედრამდე, უნგრეთის პრემიერმა გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიქტორ ურბანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერმინისტრის მეუღლე ანიკო ლევაი და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც არიან.

 

 

ჩაწერა სახელი