რეზონანსი
(21.04.2017)

 ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები.

მოქალაქეები შემთხვევითობის პრინციპით მიზერულ თანხას იგებდნენ, აპარატების მფლობელები კი დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს იღებდნენ.საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი 100 000 ლარია.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით,20 ერთეული სათამაშო აპარატი ამოიღო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულებს 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ჩაწერა სახელი