რეზონანსი
(20.03.2017)

 საგარეჯოს სოფელ ჩაილურში გაჩენილ ხანძარს მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძრის შედეგად არიან დაშავებულებიც, დამწვრობა მიიღო 11 წლის გოგომ, 8 წლის ბიჭმა და მათმა დედამ.

ბავშვები თბილისში, დამწვრობის ცენტრში არიან მოთავსებული. ბავშვების დედა კი საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში მკურნალობს.

სოფლის გამგეობის წარმომადგენლის, სოლომონ გრძელიშვილის ინფორმაციით, ასაკოვანმა კაცმა სახლს ცეცლხი მაშინ წაუკიდა, როცა ოჯახს ეძინა.

„შვილი დაეღუპა და ეს ოჯახი თავისთან წაიყვანა, მომხედეთ და სახლს დაგიმტკიცებთო. უკვე 7 წელია ერთად ცხოვრობდნენ. ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, რა გახდა ამის მიზეზი უცნობია" , - ამბობს სოლომონ გრძელიშვილი.

მისი განმარტებით, მამაკაცმა ინციდენტის შემდეგ ცეცხლი თივის ზვინს წაუკიდა და თვითმკვლელობა სცადა. მოხუცი კაცი სხეულის მძიმე დამწვრობით რეანიმაციაში იმყოფება.

საგამოძიებო უწყებებმა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.

 

 

ჩაწერა სახელი