რეზონანსი
(20.03.2017)

 ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კიდევ სამი პირი დააჯარიმეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ერთ მათგანს 100-ლარიანი, ორ მოქალაქეს კი 250-250 ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ.

მანუჩარ მამულაძემ, გიორგი წოწორიამ და ზაზა ბოლქვაძემ აღიარეს, რომ სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მათივე განცხადებით, პოლიციელებს ძალა არ გადაუმეტებიათ. 

წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით სულ 75 პირი დააკავეს. სასამართლომ 50-მდე საქმე უკვე განიხილა. რამდენიმე პირის პროცესი ხვალაც არის ჩანიშნული.

ჩაწერა სახელი