რეზონანსი
(20.03.2017)

 ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. კომპანია „Gallup"-ის მიერ ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქმიანობას მოსახლეობის მხოლოდ 37 პროცენტი უჭერს მხარს, 58 პროცენტი კი უკმაყოფილოა.

ერთი კვირის წინ პრეზიდენტ ტრამპის რეიტინგი 45 პროცენტი იყო. ექსპერტების აზრით, ამ მაჩვენებლის ვარდნაზე გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის განცხადებებმა, ასევე ვლადიმერ პუტინის ქებამ და ბარაკ ობამას კრიტიკამ იმოქმედა.

თებერვლის ბოლოს, ამერიკული მედიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, პრეზიდენტის რანგში დონალდ ტრამპის მოღვაწეობა, დადებითად 44%-მა შეაფასა, ხოლო 48% თეთრი სახლის ახალი ლიდერით უკმაყოფილო იყო. აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის რეიტინგის შესახებ კვლევა „NBC News"-მა და „Wall Street Journal"-მა ჩაატარა.

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის საწყის ეტაპზე მხარს მოსახლეობის 83% უჭერდა. ჯორჯ ბუშისა და ბილ კლინტონის პოპულარობა კი 61%-68% იყო.

 

 

ჩაწერა სახელი