რეზონანსი
(20.03.2017)

 პრემიერმინისტრი საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ომალოს სასაზღვრო სექტორზე მესაზღვრეებს შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო. მთავრობის მეთაურმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ მიულოცა მესაზღვრის დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება.

„არ არსებობს ამაზე საპატიო მისია, ვიდრე ემსახურო შენს ქვეყანას. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები. საქართველოს სახელით, მადლობას გიხდით სამშობლოს სამსახურისთვის, ჩვენი სიმშვიდისთვის" , - განაცხადა პრემიერმა მესაზღვრეებთან შეხვედრისას.

შსს-ს სასაზღვრო პოლიცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს ხუთწლიან მოდერნიზაციის პროგრამას, რომლის მიზანიც სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვაა.

აშშ-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, განახლდა სატრანსპორტო საშუალებები, პერსონალური აღჭურვილობა, გაუმჯობესდა სასაზღვრო პოლიციის კომუნიკაციისა და ინფორმაციის სისტემები.

 

 

ჩაწერა სახელი