რეზონანსი
(20.03.2017)

 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, 18 მარტს პერუს რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს პერუს მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს" , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამ დროის მონაცემებით, პერუში წყალდიდობას 75 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

ჩაწერა სახელი