რეზონანსი
(20.03.2017)

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. 22 მარტს მიხეილ ჯანელიძე "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

მინისტერიალს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი მასპინძლობს და მასში 68 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობს.

მინისტერიალის ფარგლებში მონაწილეები "ისლამური სახელმწიფოდან " მომდინარე საფრთხეებზე, კოალიციის მიერ წარმოებულ ოპერაციებზე და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელებენ.

საქართველო 2014 წლიდან გლობალური კოალიციის წევრია. გლობალური კოალიციის პირველი მინისტერიალი 2014 წლის 3 დეკემბერს, ბრიუსელში გაიმართა.

ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 20-23 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს აშშ-ის სენატორებთან და კონგრესმენებთან, გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე კოლეგა მინისტრებსაც შეხვდება.

ჩაწერა სახელი