რეზონანსი
(20.03.2017)

 „ბავშვთა სამყაროს" ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების გაშლის წერილობით ნებართვას ითხოვენ.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ დავით ნარმანიამ სატელევიზიო ეთერით სიტყვიერი ნებართვა მისცა, თუმცა, პოლიცია მათ კარვების გაშლის საშუალებას მაინც არ აძლევს.

მოვაჭრეების ნაწილი „ბავშვთა სამყაროსთან", ნაწილი კი მთავრობის ადმინისტრაციასთან შიმშილობს. მათი მთავარი მოთხოვნა დაზარალებულის სტატუსის მინიჭება და კომპენსაციაა.

ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი „ბავშვთა სამყარო" 30 იანვარს დაიწვა. მეწარმეების პროდუქცია ფაქტობრივად სრულად განადგურდა. მოვაჭრეებმა ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე საპროტესტო აქცია მოაწყვეს.

 

 

 

ჩაწერა სახელი