რეზონანსი
(05.08.2026)

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო.

მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის, ზაალ გელაშვილის გარდაცვალების გამო. ჩვენთვის მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია. ვუსამძიმრებ ზაალ გელაშვილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში“, –  აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე