"ჩვენ გხედავთ" - ამ სახელწოდებით ერთობის მარში დღეს საბურთალოზეა დაგეგმილი. საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები უკვე იკრიბებიან მეტრო "სამედიცინოსთან", საიდანაც ისინი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, შემდეგ კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობებთან გადაინაცვლებენ.
დღევანდელი აქციის მონაწილეები პოლიციელების მიერ ჩადენილ იმ ძალადობრივ შემთხვევებს გააპროტესტებენ, რომლებიც ამ დრომდე გამოუძიებელია.
მარშში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებიც.
"ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს სამასზე მეტი მოქალაქე ცემეს, აწამეს და დაატყვევეს თავისუფლების, განვითარების, უკეთესი მომავლისადმი სწრაფვის გამო. საპოლიციო ძალები, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სუსი არა მხოლოდ უმოქმედო, არამედ თანამზრახველიცაა საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის სპეცოპერაციაში.
რეჟიმის მიზანი საქართველოს დაცლა და დასუსტებაა. ჩვენი მიზანი - საქართველოს გაძლიერება და განვითარებაა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე