რეზონანსი
(18.05.2025)

დღეს რომის პაპი ლეო XIV ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, – ამის შესახებ ვატიკანში განაცხადეს.

ვატიკანის ცნობით, საინაუგურაციო მესის შემდეგ, რომის პაპი ლეო XIV უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირად შეხვედრას გამართავს.

დღეს, რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. კერძოდ, აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს, ინაუგურაციას ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ესწრება.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, რომლებიც ინაუგურაციას ესწრებიან, არიან ისრაელის, პერუსა და ნიგერიის პრეზიდენტები; იტალიის, კანადისა და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრები; გერმანიის კანცლერი და ევროკომისიის პრეზიდენტი.

გუშინ, „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვატიკანმა ძალიან კეთილშობილური შეთავაზება გააკეთა რუსეთსა და უკრაინას შორის ნებისმიერი ფორმატის შეხვედრის მასპინძლობის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე