რეზონანსი
(18.05.2025)

ვატიკანში ახალი რომის პაპ ლეო XIV-ის აღსაყდრების ცერემონია (ინაუგურაცია) მიმდინარეობს. პონტიფმა უკვე გაიარა პაპმობილით წმინდა პეტრეს მოედანზე, რის შემდეგაც საზეიმო მესას აღავლენს. 

ცერემონიას უცხო სახელმწიფოების მეთაურები, კარდინალები და სხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლები ესწრებიან. სტუმრებს შორის აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბრიტანეთის პრინცი ედუარდი, ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი, არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე არიან.

მესის დასრულების შემდეგ, ახალი პონტიფიკოსი მორწმუნეებს პირველი ოფიციალური გზავნილით მიმართავს, რომელშიც თავისი მსახურების პრიორიტეტებს დასახავს.

დიდი ღონისძიების დროს წესრიგის უზრუნველსაყოფად ვატიკანში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე