ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში აკრიტიკებს ნიკა გილაურის ძმას, რომელიც გუშინ პრემიერთან იყო შეხვედრაზე:
"საკუთარ თავთან მაქვს ორი დღეა კონფლიქტი და ვიდრე ბრაზში გადამივა უნდა ვთქვა. ძალიან ვაფასებ ნიკა გილაურმა რაც გააკეთა მისი ფონდით, ძალიან ბევრ ადამიანს დაეხმარა, ასევე სულ ინტეგრირდებოდა სხვა ფონდებში, მაგრამ წარმოუდგენელი სიგიჟე იყო მისი ძმის შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან.
და შეხვედრაზე მეტად მგონი მისმა სახემ გამაბრაზა. ამ სახით კობახიძეზე ყურება რანაირად?" - წერს ჟორჟოლიანი.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე "საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს შეხვდა. ირაკლი გილაური სწორედ "საქართველოს კაპიტალის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე