რეზონანსი
(26.03.2025)
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია განახლდა. პარლამენტთან შეკრებილებმა რუსთაველზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ: “ცეცხლი ოლიგარქიას!”.
ამასთან, “ძალა სტუდენტების ერთობაშია!” - ამ ლოზუნგით პროტესტის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილები შეუერთდნენ.
ასევე აქციას შეუერთდნენ საზოგადოებრივი მაუწყებელთან მიმდინარე პროტესტის მონაწილეები.
მოქალაქეები პროტესტის ნიშნად 3-თვეზე მეტია ყოველდღიურად იკრიბებიან უცვლელი მოთხოვნით: ახალი არჩევნების დანიშვნა და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე