რეზონანსი
(26.03.2025)

ვნახეთ, ორი პროცესი როგორ საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს, როცა ქვეყნის შიგნით პროცესი მიილეოდა და ოპოზიციას დღის წესრიგის შესაქმნელად ამბავი არ ჰქონდა, მსგავსი გადაწყვეტილებები საეჭვოდ ემთხვეოდა ზოგიერთი ქვეყნისგან, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ოპოზიციის დესტრუქციისთვის მაშველი რგოლია.

„ყველამ ნახა, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებებს ჩვენს პოზიციებზე გავლენა ვერ ექნება, რომელიც ორიენტირებულია ეროვნული ინტერესების დაცვაზე. თუ ისინი თვლიან, რომ ეს ტყვიები ფუჭად უნდა გაისროლონ, ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ის ცხადია, რომ თუ გერმანიას და სხვა ქვეყანას მიაჩნიათ, რომ ნეგატიური პოლიტიკით, ანუ, ხელების გადაგრეხვა ერთადერთია, რაც მათ თავიანთ არსენალში დარჩენიათ, მაშინ მათი საქმე ცუდად ყოფილა. ვერც გერმანია და ვერც სხვა მსოფლიო ლიდერობას ასე ვერ მოიპოვებს, რისი მიზანიც გაცხადებულად არის", - განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანამ დამატებითი აკრძალვები შემოიღო იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც პასუხისმგებლები არიან დარბევებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე