რეზონანსი
(15.03.2025)

იტალია არ გეგმავს უკრაინაში იტალიელი სამხედროების განთავსებას, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, წერს The Telegraph.

მისი თქმით, მხოლოდ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას შეუძლია უზრუნველყოს უკრაინის მომავალი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება.

„პრემიერ-მინისტრმა მელონიმ დაადასტურა, რომ იტალია აპირებს გააგრძელოს მუშაობა ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან და აშშ-სთან ერთად საიმედო და ეფექტური უსაფრთხოების გარანტიების განსაზღვრაზე, თუმცა, დაადასტურა, რომ იტალიის მონაწილეობა შესაძლო სამხედრო მისიაში არ იგეგმება“, - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე