რეზონანსი
(15.03.2025)

იმერეთში, დიდთოვლობის დროს დაკარგულ 72 წლის კოტე არველაძეს ისევ ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაგნიდან 26 თებერვალს საღამოს საათებში გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

შემჩნეულია სამტრედიასა და შემდეგ ხონში.

ახლობლების ინფორმაციითვე, კაცს დემენცია აქვს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიციაც.

დაკარგულ კაცს აცვია სპორტული შარვალი და სამხედრო პრინტიანი ქურთუკი.

ინფორმაციის შემთხვევაში დაუკავშირდით 112-ს, ან შვილს ტელეფონის ნომერზე - 591048065

წყარო: მთავარი არხი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე