რეზონანსი
(24.07.2024)

გერმანიის მოქმედმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ის შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად გავა და კანცლერის პოსტის მეორე ვადით დასაკავებლად იბრძოლებს. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.

„სოციალ-დემოკრატიული პარტია“ ერთიანია. ჩვენ ყველანი განწყობილნი ვართ შევიდეთ საარჩევნო კამპანიაში და ერთად გავიმარჯვოთ. მე მივიღებ მონაწილეობას როგორც კანცლერი, რათა კვლავ დავიკავო ეს თანამდებობა“, - ციტირებს Reuters-ი შოლცს.

მომდევნო საპარლამენტო არჩევნები გერმანიაში 2025 წლის 28 სექტემბერს არის დაგეგმილი. შოლცი გერმანიის კანცლერი 2021 წლის დეკემბერში გახდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე