რეზონანსი
(19.06.2024)

პუტინის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი, ქართველი გულშემატკივრის შეძახილმა "პუტინ ხუილომ" გააღიზიანა. კრემლის რუპორმა ტელეგრამზე სტატუსი დაწერა, სადაც ტრიბუნებზე მყოფ ხალხს "სულელი ცხვრები" უწოდა. მისი თქმით, ეს არ არის პირველი "პროვოკაცია ქართველი ექსტრემისტების მხრიდან". კანდელაკიც, მისივე პატრონის მსგავსად, მსგავსი ქმედებების უკან, დასავლეთისა და ოპოზიციის კვალს ხედავს:

"ეს ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მაგალითზე გაყოლა და ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს. ამიტომ, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ბინძური და ვულგარული, ადრე არ მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს. მაგრამ ოპოზიციონერებისთვის, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა გამბედაობის მწვერვალია. როგორც ქართველი ქართველებს, მე გიპასუხებთ - სულელი ცხვრები ხართ, რომლებიც სასაკლაოზე მიჰყავთ" წერს პუტინის რუპორი. 

შეგახსენებთ, გერმანიაში გამართულ თურქეთ-საქართველოს საფხებურთო ნაკრებების შეხვედრაზე გუშინ, 18 ივნისს, ქართველი გულშემატივრების "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ. კადრები რუსულ ტელეარხებზეც მოხვდა, თუმცა მალევე ამოჭრეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე