რეზონანსი
(19.06.2024)

ოპოზიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის განაჩენს ქართული საზოგადოებისგან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„ოპოზიციის დამოკიდებულება ასახავს მათ რეალურ სულისკვეთებას. ისინი არა თუ არ ემხრობიან ამ პროპაგანდის წინააღმდეგ არსებულ საკანონმდებლო სივრცეს, ისინი მას მხარს უჭერენ. აუცილებლად შესაბამის პასუხს, განაჩენს ქართული საზოგადოებისგან მიიღებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე",- აღნიშნა მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე