რეზონანსი
(19.06.2024)

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ - პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ცაგარეიშვილი, 2022 წლიდან დღემდე, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი და ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო.

2004-2016 წლებში, საქართველოს პარლამენტის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის დეპუტატი იყო.

სხვადასხვა წლებში, გიორგი ცაგარეიშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, ასევე იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი იყო. 2017-2018 წლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის პოზიციას იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე