რეზონანსი
(18.06.2024)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავალუტო ჯიხურის დაყაჩაღება სცადეს. "პირველების" ინფორმაციით,  შეიარაღებული პირი ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში შევიდა და თანხა მოითხოვა, თუმცა თანამშრომელმა პოლიციის გამოძახება მოასწრო და თავდამსხმელმა ფულის წაღება ვერ მოახერხა. 

პოლიცია თავდასხმაში ბრალდებულ პირს ეძებს, მან გაქცევა მოასწრო.

ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე