რეზონანსი
(17.06.2024)

"ძალიან ბევრმა ფული დაზოგა, რომ აქ ჩამოსულიყო. ვეცდებით, ქვეყანა ვასახელოთ" - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა.

სპორტსმენი აცხადებს, რომ ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ქართველი ხალხისთვის ისტორიული მნიშვნელობა გააჩნია, ამიტომ ფეხბურთელის თქმით, ნაკრები ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ გულშემატკივარს იმედები არ გაუცრუოს.18 ივნისი, დორტმუნდი, 20:00 საათი - ეს ქართული ფეხბურთის ისტორიული თარიღია. საქართველოს ნაკრები პირველად ისტორიაში პირველ შეხვედრას ევროპის ჩემპიონატზე გამართავს. ბრძოლას ჩვენი ფეხბურთელები თურქეთთან შეხვედრით იწყებენ. სტადიონზე კი მათ მხარდასაჭერად ათასობით ქართველი გულშემატკივარი იქნება. მატჩის ყველა ბილეთი დიდი ხანია გაყიდულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე