რეზონანსი
(17.06.2024)

გახარიასა და „ლელოს" ურთიერთსიმპათიები სინამდვილეში არის პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა მედიასთან განაცხადა.

„აქედან ჩანს, რომ საპარლამენტო მანდატებისთვის რა დონეზე შეიძლება დაეცეს ადამიანი და როგორი პოლიტიკური ფსკერი შეიძლება აჩვენოს მან. მერე არავის აღარ გაუკვირდეს, რომ არჩევნებზე მინიმალური მხარდაჭერაც კი აღარ ექნებათ ისეთ ადამიანებს, ვინც დაცლილი არიან ყოველგვარი პრინციპებისა და ღირებულებებისგან", - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მასთან ყველაზე ახლო პოლიტიკური ძალა ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე