რეზონანსი
(08.12.2023)

 

მზის ატ­მოს­ფე­რო­ში უზარ­მა­ზა­რი კო­რო­ნა­ლუ­რი ხვრე­ლი გაჩ­ნდა, რო­მე­ლიც პლა­ნე­ტა იუ­პი­ტე­რის დი­ა­მეტრს და­ახ­ლო­ე­ბით ხუთ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა. ეს ფე­ნო­მე­ნი კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ იმით არის, რომ მისი სა­შუ­ა­ლე­ბით ვგე­ბუ­ლობთ მზის 11-წლი­ა­ნი ციკ­ლის პიკ­ში შეს­ვლის შე­სა­ხებ. ამას ისიც მოწ­მობს, რომ ბოლო დროს მზე საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი იყო.

რო­დე­საც ციკ­ლი თა­ვის მაქ­სი­მუმს მი­აღ­წევს, ის მი­ნი­მუ­მამ­დე ჩა­ცხრე­ბა, რა დრო­საც სიმ­შვი­დი­სა და მი­ნი­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბის ფაზა იწყე­ბა. მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 11-წლი­ა­ნი ციკ­ლის მაქ­სი­მუ­მი 2024 წელს იქ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად ხვრე­ლი მზის სა­პი­რის­პი­რო მხა­რე­საა მოქ­ცე­უ­ლი.

Spaceweather-ის მი­ხედ­ვით, მისი ყვე­ლა­ზე გრძე­ლი ღერ­ძის გას­წვრივ და­ახ­ლო­ე­ბით 800 000 კი­ლო­მეტ­რია. ცნო­ბი­სათ­ვის, იუ­პი­ტე­რის დი­ა­მეტ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 140 000 კი­ლო­მეტ­რია, დე­და­მი­წის კი - 12 742. ხვრე­ლი დე­და­მი­წის მხა­რეს 2 დე­კემ­ბერს იყო მოქ­ცე­უ­ლი. მის­გან წა­მო­სულ­მა ქარ­მა ჩვენ­თან 4-5 დე­კემ­ბერს მო­აღ­წია, თუმ­ცა ჩვენ­თვის ეს პრო­ცე­სი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, შე­უმ­ჩნე­ვე­ლი დარ­ჩა. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, ამ დროს მზის ქა­რის ნა­წი­ლა­კე­ბი დე­და­მი­წის მაგ­ნი­ტოს­ფე­როს ურტყამს და მაგ­ნი­ტუ­რი ვე­ლის ხა­ზე­ბის გას­წვრივ პო­ლუ­სებ­ზე გა­და­დის, სა­დაც ატ­მოს­ფე­როს ზედა ნა­წილ­ში რჩე­ბა.

იქ ისი­ნი ურ­თი­ერთქმე­დე­ბენ ატ­მოს­ფე­რულ ნა­წი­ლა­კებ­თან და იქ­მნე­ბა პო­ლა­რუ­ლი ცი­ა­ლი, რაც საკ­მა­ოდ ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვია. დე­და­მი­წის იო­ნოს­ფე­რო­სა და მაგ­ნი­ტოს­ფე­რო­ში გაძ­ლი­ე­რე­ბულ­მა დი­ნე­ბამ შე­საძ­ლოა, ხელი შე­უ­შა­ლოს ელექტრო ქსე­ლებს, თა­ნამ­გზავ­რულ ოპე­რა­ცი­ებს, რა­დი­ო­კავ­ში­რებ­სა და სა­ნა­ვი­გა­ციო სის­ტე­მებს. ამ­ჟა­მინ­დე­ლი მზის ციკ­ლი ბევ­რად უფრო ძლი­ე­რია, ვიდ­რე თა­ვი­დან იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი. ასე­ვე, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს რე­ჟი­მი კი­დევ შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

მზის ამოფრქვე­ვე­ბის გამო, ჩრდი­ლო­ე­თის ცი­ა­ლი წელს ბევ­რად უფრო და­ბალ გა­ნე­დებ­ზე ჩან­და. რო­გორც წესი, სხვა დროს ეს შე­უძ­ლე­ბე­ლია ხოლ­მე. მაგ­რამ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ NOAA-ს პროგ­ნო­ზით, მზის ლა­ქე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მიმ­დი­ნა­რე ციკ­ლის­თვის 173 იქ­ნე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, 179-ზე და­ბა­ლია, ხოლო რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე, 285-ზე, რო­მე­ლიც 1985 წლის მარ­ტში და­ფიქ­სირ­და, გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე