რეზონანსი
(22.09.2023)

სალომე ზურაბიშვილი არის კონკრეტული პარტიის წარმომადგენელი, რასაც საქართველოში ომისა და ღალატის პარტიას ვეძახით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, არც იმ ადამიანების პრეზიდენტია, რომლებმაც ის აირჩიეს, არც საქართველოს სხვა მოქალაქეების.

„არ ვიცი, ეს წამოცდენა იყო თუ მიზანმიმართული დაპოზიციონირება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ჩვენ მივიღეთ აღიარება, მადლობა, ამ შემთხვევაში ბატონ მამუკას გულწრფელობისთვის, იმისთვის, რომ მან როგორც იქნა, ერთ-ერთმა და შეიძლება ოპოზიციიდან ჯერჯერობით ერთადერთმა, თქვა, რომ დიახ ისინი არიან ერთად გეგმებში. დღეს სალომე ზურაბიშვილი სამწუხაროდ, არც იმ ადამიანების პრეზიდენტია, რომლებმაც ის აირჩიეს, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, არც საქართველოს სხვა მოქალაქეების პრეზიდენტი, ის არის კონკრეტული პარტიის, რასაც საქართველოში ჩვენ ომისა და ღალატის პარტიას ვეძახით წარმომადგენელი, სამწუხაროდ, ჩვეულებრივი ოპოზიციონერი და ის აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის აღარანაირ მიმართულებით ნებას", - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე