პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა აცხადებს, რომ მზად არის, ესაუბროს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც „მეგობარს" უკრაინის მარცვლეულის დავის მოსაგვარებლად.
როგორც ანჯეი დუდამ აღნიშნა, ზელენსკისთან სასაუბროდ გამოთქვამს მზადყოფნას, რათა გადაიჭრას ქვეყნებს შორის არსებული „რთული სიტუაცია".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, გაანაწყენა თუ არა ზელენსკის კომენტარებმა, რომელიც მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააკეთა, დუდამ განაცხადა: „ალბათ ნაწყენი ძალიან ძლიერი სიტყვაა".
„გამწარებული ვიყავი, მირჩევნია ასე განვაცხადო. მე ამას ვიტყვი, მშვიდად ვიყოთ, გთხოვთ, ტემპერატურას ნუ გავზრდით, რადგან ეს არის დავა, რომელიც ჩვენი ურთიერთობის მცირე ნაწილს ეხება. ნუ დავუშვებთ, რომ გავლენა მოახდინოს მთლიანობაში, რადგან ამას არანაირი გამართლება არ აქვს და ამით მხოლოდ სხვები ისარგებლებენ", - განაცხადა დუდამ.
რაც შეეხება უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებას, რომ ვარშავა იარაღს აღარ გადასცემდა კიევს, დუდამ აღნიშნა, რომ აღნიშნული განცხადება „ყველაზე უარესი სახით იქნა ინტერპრეტირებული".
მისი განმარტებით, მორავიეცკი საუბრობდა პოლონეთის არმიის მოდერნიზაციისთვის განკუთვნილ ახალ იარაღზე, რომ პოლონეთის არსებული დაპირებები უკრაინას, მათ შორის „ჰაუბიცების", საბრძოლო მასალისა და ნაღმების გამწმენდი მანქანების შესახებ, შესრულდება. ამასთან ერთად, მან არ გამორიცხა მომავალში კიევში იარაღის გადაცემის განახლების შესაძლებლობა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე