რეზონანსი
(30.03.2023)

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში ბადრი ესებუა თავს დამნაშავედ ცნობს და ბრალს აღიარებს. ამის შესახებ მან ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომაზე განაცხადა.

კერძოდ, საუბარია დაკავების დროს წარდგენილ ბრალდებაზე. დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ყველა მტკიცებულება, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები, რის შემდეგაც საქმის არსებითი განხილვის დაწყების ვადად 5 აპრილი განისაზღვრა.

ბრალდების ამ ეპიზოდზე განაჩენი სწორედ 5 აპრილს უნდა დადგეს. საუბარია 8 თებერვლის ეპიზოდზე, როცა ,,საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვის ძებნილი ბადრი ესებუა ჯიხაშკარში დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე