რეზონანსი
(30.03.2023)

თუ „ნაციონალური მოძრაობა" იტყვის, რომ ისინი მხოლოდ ტექნიკურ უზრუნველყოფას გააკეთებენ და პარტიული დღის წესრიგი არ ექნებათ, აქციას უფრო მეტი ადამიანი შეუერთდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„აქციასთან შეერთებას რაც შეეხება, 9 აპრილი ორმაგად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, „სტრატეგია აღმაშენებლისთვისაც" - ერთია 9 აპრილის გმირების ხსენების დღე და მეორე - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ორივე ერთმანეთთან დაკავშირებულია და ჩვენ რა თქმა უნდა, შევუერთდებით, არ ვკომპლექსდებით იმის გამო, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" თქვა შევიკრიბოთო, კიდევ უფრო გაიზრდება სივრცე თუ „ნაციონალური მოძრაობა" იტყვის, რომ მხოლოდ ტექნიკურ ორგანიზებაში მონაწილეობს და მისი ვიწროპარტიული დღის წესრიგი არ იქნება აქციაზე, უფრო მეტი ადამიანი მოვა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე